ახალი ამბები

მანავში ადრეული ქორწინების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

არასამთავრობო ორგანიზაცია – ,,ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი – XXI” -ს ორგანიზებითა და იცინიციატივით, სოფელ მანავში ადრეული ქორწინების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის – “გაიგე მეტი, შეცვალე დამოკიდებულება” – ს ფარგლებში.
დისკუსიის დროს დამსწრე ახალგაზრდებმა იმსჯელეს ისეთ თემებზე როგორიცაა გენდერი, გენდერული თანასორობა, გენდერისა და სქესის განსხვავება, ადრეული ქორწინების პრობლემა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და სხვა.
შეხვედრაზე მონაწილეებს დაურიგდათ ბროშურები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და უსაფრთხო დედობის შესახებ და ასე შემდეგ.