ახალი ამბები

საიამ თელავში მიგრაციის საკითხებზე შეხვედრა გამართა

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლების თქმით, შეხვედრის მიზანს მიგრაციის საკითხებზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ახალგაზრდების ინფორმირება წარმოადგენდა.
საიას მიგრაციის პროექტის კოორდინატორის, თეონა მაჭარაშვილის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს როგორ უნდა შეავსონ ახალგაზრდებმა სავიზო აპლიკაცია, როგორ აარიდონ თავი არალეგალური მიგრაციის და ტრეფიკინგის საფრთხეს, სად უნდა მოიპოვონ ინფორმაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობებზე და სხვა:
,,ახალგაზრდებთან ვისაუბრეთ ევროკავშირს და საქართველოს შორის ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხებზე. ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა ქვეყანაში ადამიანის უფლებები იყოს უფრო დაცული. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების როლი, რადგან ისინი არიან მთავარი ძალა, რომლებმაც უნდა გააუმჯობესონ ვითარება ადამიანის უფლებების დაცვისა და კარგი მმართველობის კუთხით, რათა საბოლოო ჯამში სავიზო მიმოსვლა გაუქმდეს და შევძლოთ ევროკავშირში ინტეგრირება,’’- განუცხადა knews.ge-ს თეონა მაჭარაშვილმა.