ახალი ამბები

განათლების მინისტრის მოადგილემ დედოფლისწყაროში შეხვედრა გამართა

ლია გიგაურმა განათლების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებსა და მათ შედეგებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ასევე, ისაუბრა იმ სიახლეებზეც, რომლებიც ზოგადი განათლების მიმართულებით იგეგმება. 
,,განათლება ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტია. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ხელმისაწვდომობაა. ეს ევროკავშირის მოთხოვნაცა არის. ამ მიმართულებით ეფექტური ნაბიჯები უკვე გადაიდგა,მაგრამ ,რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში,მთავარი ხარისხია. ამიტომაც, ყველა ის ნაბიჯი,რომელსაც სისტემაში გადავდგამთ, ხარისხზეა ორიენტირებული“, – განაცხადა ლია გიგაურმა.