ახალი ამბები

ბოსტნეული და ბაღჩეული თითქმის 30%–ით გაძვირდა

შედეგად, საანგარიშო პერიოდში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 4.8 პროცენტს გაუტოლდა. 
სამომხმარებლო კალათაში შემავალი სურსათიდან, სამომხმარებლო ფასების საერთო დონის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი „ბოსტნეულისა და ბაღჩეულის“, „ხილისა და ყურძნის“ და „რძის, ყველისა და კვერცხის“ ჯგუფმა შეიტანა. აღნიშნულ კატეგორიებში თვის ინფლაციამ შესაბამისად, 16.1 პროცენტი, 15 პროცენტი და 6.2 პროცენტი შეადგინა. 
ფასების მატება დაფიქსირდა, ასევე, „ხორცისა და ხორცპროდუქტების“ სასურსათო კატეგორიაში (1.3 პროცენტი, 0.1 პროცენტული პუნქტი წვლილით).