ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი პრემიერ მინისტრს პოლიტიკურ სიმწიფეს უწუნებს

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ასეთი ტონით ყოფილ მეგობრებს არ უნდა ელაპარაკო.
“პრემიერი არის ძალიან ძლიერი პიროვნება, ძალიან მაგარი პრაქტიკოსი. არის გამოუცდელიც, რა თქმა უნდა, – თუ გნებავთ ის განცხადებები, რაც გააკეთა მთავრობის სხდომაზე, აბსოლუტურად მიუღებელი იყო და შეეშალა. ემოციებს უნდა მოთოკვა და აჩვენა, რომ ნაკლები პოლიტიკური პრაქტიკა აქვს გავლილი. ეს გამომჟღავნდა. მეც ვუწუნებ პოლიტიკურ სიმწიფეს. ასეთი ტონით შენს ყოფილ მეგობრებს არ უნდა ელაპარაკო. მეც მქონია ისეთი აქცენტები, რაც არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ირაკლის ახალგაზრდობით მეტი შეეშალა”, – განაცხადა ივანიშვილმა.
თუმცა, ყოფილი პრემიერის შეფასებით, ამავდროულად ღარიბაშვილი ძალიან გულწრფელი, ძალიან ეფექტური, ძალიან ენერგიული პრემიერ-მინისტრია, რომელიც “პირდაპირი გაგებით” 24 საათს მუშაობს.