ახალი ამბები

სახელმწიფო ქონებას 1 ლარად ვეღარ გაყიდის

“ქონების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტის განხილვის პირველი საკომიტეტო მოსმენა პარასკევს არის ჩანიშნული. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადილემ თემურ მაისურაძემ განაცხადა, რომ ცვლილებების მთავარი მიზანია საპრივატიზაციო პროცესი უფრო მოსახერხებელი გახდეს.

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ქონებას 1 ლარად უკვე ვეღარ გაასხვისება, მაგრამ შესაძლებელი იქნება ფიზიკური, თუ იურიდიული პირებისთვის ობიექტის სარგებლობაში გადაცემა, ან მისი გაცვლა, თუმცა რა პირობებით ეს ამ ეტაპამდე უცნობია.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძის განცხადებით, არსებობს ძალიან ბევრი სახელმწიფო ქონება, რომელიც თვითონაც არავის უნდა, სახელმწიფოც ვერ იყენებს და გაყიდვითაც არ გაიყიდება.

შესაბამისად, სახელმწიფოს ექნება შესაძლებლობა ამ კანონით მოიფიქროს რაღაცა მიბმა, თუ რა შეიძლება იქ გაკეთდეს და რაღაცა პირობები დააწესოს იმისთვის, რომ ეს უპატრონოდ არ იყოს.