სოფელ კაზლარის მოსახლეობა დამნაშავეების დაკავებას ითხოვს
აღნიშნული მოთხოვნით ადგილობრივებმა გუშინ საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები გოგონას გატაცებაში მონაწილე ახალგაზრდების დაკავებას ითხოვენ. მათი თქმით, 21 წლის ბიჭი გოგონას მოტაცებას სხვა პირებთან ერთად ცდილობდა და ამ მიზნით შეყვარებულის სახლში გვიან ღამით შეიჭრა.
შეგახსენებთ, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ კაზლარში 21 წლის ყულიევს, რომელიც თანასოფლელი გოგონას ცოლად მოყვანას ცდილობდა, შეყვარებულის ოჯახის წევრები სასტიკად გაუსწორდნენ. მას ჯოხებითა და ხელკეტებით სცემეს, რის შემდეგაც ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით, პოლიციამ გოგონას მამა დააკავა, თუმცა, მოკლულის ნათესავები ცემაში მონაწილე ოჯახის ყველა წევრის დაკავებას ითხოვენ.