შსს-მ საგარეჯოში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნათესავ ქალს – 1974 წელს დაბადებულ ლიმონ ა-ს, მისივე საცხოვრებელ სახლში, ფიზიკურად გაუსწორდა. კაზანთარ ა-ს თანმხლებმა პირმა ქალბატონის საცხოვრებელი სახლის ეზოში სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გაისროლა. კაზანთარ ა. თანმხლებ პირთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლიმონ ა-ს მიღებული დაზიანებების გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. მას საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის ლიმონ ა-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კაზანთარ ა. მომხდარიდან მეორე დღეს საგარეჯოს რაიონში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).