ახალი ამბები

პოლონურმა ფონდმა „ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთი” რეგიონული მედია გამომცემლები დააჯილდოვა

საქართველო რეგიონული მედიის გამარჯვებული კანდიდატები ლეპტოპებით, პლანშეტებით, ფოტო და ვიდეოაპარატებით, ერთწლიანი ინტერნეტპაკეტით დაჯილდოვდნენ.
ნომინაციაში ,,საუკეთესო ვიდეო რეპორტაჟი” გაზეთმა ,,კახეთის ხმამ” მოიპოვა საპრიზო ადგილი. აღნიშნული ვიდეორგოლისთვის მედია საშუალება დიპლომით და სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.
ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში პოლონელი და ქართველი მედია ექსპერტები სასწავლო ტრეინინგებს ატარებდნენ როგორც საქართველოში, ასევე პოლონეთში. 
პროექტის ფარგლებში რეგიონული გაზეთების გამომცემლები და ჟურნალისტები რამდენჯერმე ეწვივნენ პოლონურ რეგიონულ გამოცემებს და გაიზიარეს მათი გამოცდილება.
პროექტში მონაწილეობდა საქართველოს რეგიონული მედიის 10 გამოცემა და 40 ჟურნალისტი.