ახალი ამბები

კახეთში რთველიდან მიღებული შემოსავალი 157 მილიონამდე ლარს შეადგენს

დანელიას განცხადებით, კახეთში რთველიდან მიღებული შემოსავალი 157 მილიონამდე ლარს შეადგენს.
“კახეთში რთველი შეფერეხებების გარეშე მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით კომუნიკაციის იმ ელემენტარულ პრობლემებს, რომლებიც ძირითადად გამოწვეული იყო პროცედურების არცოდნით, ან გაუთვალისწინებლობით. რაც შეეხება ფასებს, რქაწითელზე მინიმალური ფასი არის ერთი ლარი. საფერავზე იყო ძალიან დიდი ფასი. არავინ არ ელოდა ასეთ ფასებს, რამაც გარკვეულწილად გულისწყვეტა გამოიწვია იმ კუთხით, რომ ვიღაცამ მეტად ჩააბარა, ვიღაცამ ნაკლებად”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, სახელმწიფო ფასების საკითხში, ბუნებრივია, ვერ ჩაერევა.