ახალი ამბები

რუსეთის დამოუკიდებელი რეგიონული გამოცემების ხელმძღვანელები ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

შეხვედრის მხარდამჭერი იყო შვედეთის მედია ინსტიტუტი FOJO, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების დამუკიდებელი მედიის განვითარებას უწყობს ხელს. 
შვედეის მედია ინსტიტუტის წარმომადგენელის, ვერონიკა მენჯონის თქმით, ვიზიტის მიზანი რუსეთის და საქართველოს რეგიონულ მედია საშუალებებს შორის ინფორმაციის გაცვლა, კოლეგებს შორის ურთიერთ თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.
გაზეთ ,,კახეთის ხმის” დამფუძნებელის, მაია მამულაშვილის განცხადებით, მედია გამომცემლობა მზად არის სურვილის შემთხვევაში სხვა ქვეყნის მედიის წარმომადგენლებსაც უმასპინძლოს.
ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, შეხვედრა თელავის მერიის და კახეთის გუბერნიის წარმომადგენლებთანაც გამართეს.
რუსი ჟურნალისტები დაინტერსდნენ თელავის მერიის ჩამოყალიბებითა და სტრუქტურით. რუსეთის დამოუკიდებელი რეგიონული გამომცემელთა ალიანსი (Airp) აერთიანებს 70 მედია დაწესებულებას რუსეთში. ორგანიზაცია მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობას, სიტყვის თავისუფლების დაცვას ქვეყანაში, გამოცდილების გაზიარებას და კორპორატიული ინტერესებისა და მედია ბიზნესის დაცვას. 
დამოუკიდებელი რეგიონული გამოცემების ალიანსი აერთიანებს: 70 რეგიონულ გამომცემლობას; 155 გამოცემას, როგორც ყოველკვირეული, ასევე ყოველდღიური გაზეთებს, რომელთა საერთო ტირაჟი 5,8 მილიონზე მეტს აღწევს. Airp იცავს რეგიონული გამომცემლების ინტერესებს; მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებას რუსეთში; მედია ბიზნესის სტანდარტებს; მოქმედი მედია ინდუსტრიის განვითარებას რუსეთში; პროფესიული გარემოს და მედია ბიზნესის განვითარებას; ბაზარზე ბეჭდური მედიის Airp ყველა წევრის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას; ლობირებს რეგიონული პრესის ინტერესებს; ხელს უწყობს დამოუკიდებელი გამომცემლების განვითარებას; რეგიონული გამოცემების სახლებს უწევს სამართლებრივ, იურიდიულ და საინფორმაციო მხარდაჭერას.
ვიდეო მასალას ცოტა ხანში შემოგთავაზებთ: