ახალი ამბები

23 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი 200 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს

23 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი 200 ლარის ოდენობით ერთჯერად დახმარებას მიიღებს. როგორც ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა, ეს არის დახმარება ზამთრის პერიოდში გათბობის მიზნით გამოსაყენებლად. 
“23 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი, რომელთაც აქვთ 70 001 ქულაზე ნაკლები სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მიიღებს ერთჯერად დახმარებას 200 ლარის ოდენობით. მათ შეეძლებათ 1 ნოემბრიდან 1 მარტის ჩათვლით დახარჯონ ეს თანხა დენის და გაზის გადასახადისთვის. ეს არის გათბობისთვის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან. ეს შარშან გაკეთდა პირველად და წელს უკვე მეორედ ხორციელდება”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, ამ მიზნით ბიუჯეტიდან ოთხნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა.