ახალი ამბები

“ქართული კრედიტის” ახალი პროექტი – „შეცვალე ძველი ტაქსი ახლით”

მცირე მეწარმეებისა და ბიზნესმენებისათვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ქართულმა კრედიტსმა” ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოიტანა, რომელიც საინტერესოა ტაქსის მფლობელებისა და მძღოლებისთვის ბიზნესით დაკავებული ადამიანებისათვის, პროდუქტი – „შეცვალე ძველი ტაქსი ახლით” 
“ქართული კრედიტი” ერთერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და კომპანია მუდმივად სთავაზობს მის მომხმარებელს ახალ ინოვაციურ პროდუქტებს. 
იმ ფონზე რომ ქალაქში მოძრავი ბევრი ტაქსი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოებისა და ეკოლოგიურ მოთხოვნებს, წარმოდგენილი პროდუქტი დიდი მნიშვნელობის მატარებელია როგორც თავად ტაქსის მძღოლებისთვის, ასევე მოსახლეობისა და გარემოსთვის. 
პროექტის ფარგლებში “ქართული კრედიტი” სესხს განსაკუთრებული პირობებით გასცემს, კომპანია ითვალისწინებს ტაქსის მძღოლების არასტაბილურ შემოსავლებსა და ამ სფეროსათვის დამახასიათებელ რისკებს და აძლევს მათ საშუალებას ახალი ავტომობილის შეძენით ბიზნესი უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახადონ.
სესხის თანხა ითვალისწინებს საშეღავათო 3 თვიან პერიოდს და ავტომობილის დაზღვევასაც.