ახალი ამბები

სახელმწიფო ახალი სარწყავი სისტემის დანერგვის სუბსიდირებაზე ფიქრობს

სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მიზნით სუფსიდირების სისტემის შემუშავება იგეგმება. ამის შესახებ პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილი აცხადებს. თუ გლეხს თანამედროვე სარწყავი სისტემის შეძენა სურს და საამისოდ თანხა არ ჰყოფნის, მას სახელმწიფო დაეხმარება, თუმცა რა ფორმით და როდიდან ეს ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ჯერ საკითხი მხოლოდ იდეის დონეზე განიხილება. 
პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი არ გამოვრიცხავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან სუფსიდირება გამოიხატოს არა ისე, როგორც აქამდე ვაუჩერის სახით ხდებოდა, არამედ დამატებითი კომპონენტით. 
“თქვენ თუ თანამედროვე ტექნოლოგიას ყიდულობთ და შეიძლება დღეს არ გაქვთ ფული, ან არ გაქვთ სრულად, შეიძლება მოხდეს წახალისება სუბსიდირებით. ეს გრძელვადიანი იქნება. ეს ხომ ერთჯერადი დახმარება არ არის და წლების განმავლობაში ეს გაცილებით დიდ ეფექტს გამოიღებს”, – აცხადებს აგულაშვილი.