ახალი ამბები

საჯარო სკოლებში კითხვის გაკვეთილები ჩატარდება

როგორც განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური აცხადებს, აღნიშნული გაკვეთილი მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

“ჩვენ გავაკეთეთ აქცენტირებული მიდგომა დაწყებით კლასებში რომ მასწავლებელმა, კლასის დამრიგებელმა დამატებით ჩაატაროს ეს საათი. სხვა მხრივ, ყველა საგანში როგორც გამჭოლი პრიორიტეტი რა თქმა უნდა, ხდება წიგნიერების ხელშეწყობა”,-განაცხადა გიგაურმა.