ლაგოდეხში ხელოვანი ქალების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
პროექტი დაფინანსებულია ფონდ ,,ლელის“ მიერ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ,, სამოქალაქო განვითარების ასოციაციის (საგა) ბაზაზე შეიქმნა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საგას’’ წარმომადგენლები აცხადებენ, პროექტის განხორციელების ძირითად იდეას წარმოადგენდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები, ხელოვნების ნიჭით დაჯილდოებული ქალბატონების ნამუშევრების საზოგადოებისთვის გაცნობა, მათი გააქტიურიება და საკუთარი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა.
მათივე თქმით, პროექტის ფარგლებში მოხდა სოფლად მცხოვრები ხელოვნების ნიჭით დაჯილდოებული ქალბატონების შემოქმედების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დახარისხება, ელექტრონილი ბაზის შექმნა და ნამუშევრების ფართო საზოადოებისათვის გაცნობა და პოპულარიზაცია, როგორც ინტერნეტის მეშვეობით, ისე შემდგომში გამოფენის მოწყობით.