სოფელ გრემში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 25 ათასი ლარი გამოიყო
სოფლის ერთ ქუჩაზე სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა. ამავე პროგრამის ფარგლებში გარე განათების სისტემასაც სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. საქართველოში სოფლის დახმარების სახელმწიფო პროგრამა ხუთ წელზე მეტია, რაც ხორციელდება.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა სოფლების პირველადი სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსებას ხმარდება.