ახალი ამბები

ყურძნის გასაყიდი ფასი ხარისხის მიხედვით უნდა გაინისაზღვროს

საფერავის ყურძენში, ისე როგორც სხვა ყურძნის ჯიშების შემთხვევაში, გასაყიდი ფასი აუცილებლად უნდა განისაზღვროს ყურძნის ხარისხის მიხედვით, – მიიჩნევს ექსპერტი მევენახეობის საკითხებში დავით თამარაშვილი.

მისი თქმით, სახელმწიფომ, ბიზნეს სეგემნტმა და მევენახეებმა ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრან.  მიმდინარე წელს გვალვების გამო მკვეთრად გაუარესდა საფერავის ყურძნის ხარისხი კახეთის უმეტეს ვენახებში, შედეგად დაბალია გამოსავლიანობის მაჩვენებელი, რომელიც პრაქტიკულად 20-40% ფარგლებში მეყეობს.

 ექსპერტი მიიჩნევს, რომ როდესაც ასეთ ყურძენში მევენახე მაღალი ფასის გადახდას ითხოვს, ზარალდება ღვინის კომპანია. მეორე მხრივ კი ის ყურძენი, სადაც მაღალი ხარისხის საფერავია და გამოსავლიანობას შესაბამისად მაღალია, ამ შემთხვევაში ღვინის კომპანიამ დაბალი ფასი გადაიხადოს, – ეს უსამართლობაა!

„სახელმწოფოს შეუძლია შექმნას ყურძნის ხარისხის მიხედვით სუბსიდირების ეფექტური მოდელი, რაც არ დააზარალებს არც ერთ მხარეს! სუბსიდიის განაკვეთის გრადაცია ხარისხის მიხედვით რომ იყოს, შეიძლება უმჯობესიც კი იყოს, თუმცა ეფექტური მექანიზმის შექმნა გარკვეულ დროს, ჯანსაღ მსჯელობას და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას საჭიროებს,“ – განუცახადა დავით თამარაშვილმა knews.ge -ს. 

ყურძნის ყიდვა-გაყიდვის დროს “პერსონა – დამამზადებელი” ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ყოველი რთველის პერიოდში. მათი საქმიანობა ზოგიერთ შემთხვევაში აზარალებს მევენახესაც და ღვინის კომპანიასაც.  ამ დარგში ეს რგოლი საჭიროებს ყურადღებას და შესაძლოა სამართლებრივ რეგულირებასაც, რადგან სწორედ “დამამზადებელი” ხდება ყურძნის ფასის დამრეგულირებელი და ზოგიერთ შემთხვევაში, “აშანტაჟებს” ყველა მხარეს,-  მიიჩნევს ექსპერტი.