ახალი ამბები

ტურისტულ საწარმოებს გარკვეული საგადასახადო ვალდებულებები ეხსნება

ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მიზნით  მარტივდება ტურისტული  საწარმოს საგადასახადო  ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული დებულებები.

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ტურისტული საწარმო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არის იურიდიული პირი, რომელიც  აშენებს სასტუმროს, ახორციელებს  სასტუმროს  აქტივების/მათი  ნაწილის მიწოდებას  მათი იჯარით  უკან მიღების მიზნით  და  უზრუნველყოფს  შენობის,  როგორც სასტუმროს ფუნქციონირებას;

 ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცახდებით, კომპანია, რომელიც აშენებს სასტუმროს, შემდგომ ყიდის ნომრებს და უკან იღებს მართვის, ან იჯარის  უფლებით, გაყიდვის  მომენტში თავისუფლდება  დღგ-ს გადასახადისგან.

 ეს კი მისი თქმით, ნიშნავს, რომ გაყიდვის  პროცესში  მიღებული  თანხა  მთლიანად რჩება კომპანიას და მას აქვს მეტი შემოსავალი და სტიმული, რომ განახორციელოს სხვა მსგავსი პროექტები და განავითაროს  ტურისტული  პოტენციალი,  შექმნას სამუშაო ადგილები.