ახალი ამბები

შსს-მ კახეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით კანაფი ამოიღო

შსს-ს ინფორმაციით, 1984 წელს დაბადებული ვუგარ ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის და კულტივირების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს ლაგოდეხის რაიონის სოფელ უზუნთალაში, სპეციალურად მოწყობილ სათბურებში ნარკოტიკული საშუალება კანაფი უკანონოდ მოჰყავდა და მის კულტივირებას ახდენდა. სამართალდამცველებმა დაკავებულის საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკისას 5 ტონა და 287 კგ კანაფი ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის და კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილით).