ანსამბლი “ხარება” ესტონეთში საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე მიემგზავრება
გურჯაანის ანსამბლი „ხარება“ ესტონეთში, ტალინში გასამართ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალ „voru folk“-ზე გაემგზავრება.
ფესტივალში მონაწილეობას 29 ქვეყნის ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ. ფესტივალი 8-10 აგვისტოს გაიმართება.
საქართველოდან კი მონაწილეობას მხოლოდ ერთი, გურჯაანის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „ხარება“ მიიღებს. ანსამბლის წევრების თქმით, 2013 წელს გურჯაანში გამართულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე, რომელშიც მონაწილეობას ესტონეთიც იღებდა, „ხარებამ“ დიდი მოწონება დაიმსახურა და წელს ესტონეთში გასამართ ფესტივალზე მოწვევა მიიღო.
ანსამბლი „ხარება“ ესტონეთში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, 8 აგვისტოს გაემგზავრება.