ახალი ამბები

,,ქართული ოცნების’’ მერობის კანდიდატმა თელავში შეხვედრა გამართა

,,ქართული ოცნების’’ თელავის მერობის კანდიდატი, პლატონ კალმახელიძე, ნადიკვრის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, არაყიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიდატმა მოსახლეობას მისი სამომავლო გეგმები, თელავის განვითარების მისეული ხედვა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

არაყიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები მერობის კანდიდატს საკუთარი პრობლემების შესახებ ესაუბრნენ და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კანალიზაციის პრობლემის მოგვარება მოსთხოვეს.

პლატონ კალმახელიძეს თქმით, არსებული პრობლმების მოგვარებაზე ზრუნვას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაიწყებს.

,,ეს შეხვედრა რიგით მეჩვიდმეტეა. ყველა შეხვედრაზე მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ მაღალია. ადამიანები გამოდიან და ღიად აცხადებენ პრობლემების შესახებ. ეს არის ის ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რაც მმართველმა ხელისუფლებამ მოუტანა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ მათ შეუძლიათ თავისუფლად საკუთარი აზრის გამოთქმა.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, უფრო გაცნობითი ხასიათს იყო. შეხვედრაზე ასევე ჩვენ ვისაუბრეთ თუ რა გააკეთა მმართველმა ხელისუფლებამ  წელიწადნახევრის განმავლობაში. ასევე ვისაუბრეთ ზოგადად ქალაქის პრობლემებზე და მათი მოგვარების ხედვებზე. ამ უბნის მოსახლეობის მხრიდან წამოჭრილი იყო კანალიზაციის პრობლემა. გასულ წლებში დასახლების წინ კორპუსის მშენებლობის დროს დაზიანდა საკანალიზაციო მილი, რომელიც მათ პრობლემას უქმნით. მოსახლეობა ყოველი შეხვედრისას მზად არის თავისუფლად და ღიად ისაუბროს პრობლემებზე და ჩვენ კი შესაძლებლობიდან გამომდინარე, ვპირდებით მათ იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც ვიცით რომ გადაჭრა შეგვიძლია.’’