ახალი ამბები

6 წელიწადში ოჯახური ძალადობის გამო დევნადაწყებულ პირთა რაოდენობა 2.6-ჯერ არის გაზრდილი

საქართველოს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2023 წელს ოჯახური ძალადობისა და ოჯახური ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამო სისხლისსამართლებრივი დევნა 5286 ადამიანზე დაიწყო, 2017 წლისთვის შესაბამისი მაჩვენებელი 1986 ადამიანს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს რომ ბოლო 6 წელში ზრდამ 266,2 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს პროკურატურის მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდში ყველაზე მეტად გამოვლენილი შემთხვევებისა და დევნის დაწყების შემთხვევები აჭარაშია გაზრდილი(4,6 ჯერ), შემდეგ ქვემო ქართლში(3.7 ჯერ) და შიდა ქართლში(2,86). ყველაზე მცირედ მოიმატა შემთხვევათა რაოდენობამ სამცხე ჯავახეთისა(1.72 ჯერ) და დასავლეთ საქართველოს შემთხვევაში(1,87 ჯერ).

დევნადაწყებული პირების 5.75 პროცენტი ქალია, ხოლო უმრავლესობა 5001 ადამიანი კაცი. მონაცემების თანახმად ყველაზე მეტი საქმე 35-44 წლის პირებზე აღიძრა. ცნობისთვის, გასულ წლებშიც, დევნადაწყებულ პირებში, აღნიშნული ასაკის პირები ჭარბობდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ 5286 დევნადაწყებული პირების 74,7 პროცენტი(3947 ადამიანი) უმუშევარი იყო.

დევნადაწყებული პირები – 5286
· უმუშევარი – 3947;
· თვითდასაქმებული – 762;
· ადვოკატი – 4;
· კერძო სექტორი – 457;
· საჯარო სექტორი – 116;