ახალი ამბები

თელავის საკრებულოს წევრი “ოცნებიდან”, ლევან ბერძენაშვილი პარტიასა და თანამდებობას ტოვებს

პარტია ” ქართული ოცნების” წევრი, ლევან ბერძენაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტიას და თანამდებობას დატოვებს.

ის რუსული კანონის მიღების გამო პარტიას და საკრებულოში დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.

ბერძენაშვილი წარმომადგენლობით ორგანოში სამანდატო, საპროცედურო და იურიდიული საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობს.

ის განმარტავს, რომ 10 ივნისის შემდეგ, შვებულებიდან დაბრუნებისას, საკუთარ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

„მე რაც ვთქვი, ჩემს სიტყვას ბოლომდე შევასრულებ. ეს არის პროტესტი კანონზე, რომელიც პარლამენტმა მიიღო”- განაცხადა დეპუტატმა.

მიმდინარე წლის 26 აპრილს საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, ბერძენაშვილმა კოლეგებს მიმართა და განაცხადა, რომ თუ მმართველი გუნდი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს” უკან არ გაიწვევდა, ის პარტიას და თანამდებობას დატოვებდა.

knews.ge შეეცდება აღნიშნულ საკითხზე ლევან ბერძენიშვილის ჩაწერას და უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.

 

თელავის საკრებულოს და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ბერძენაშვილი, რუსულ კანონს უპირისპირდება