გადათხრილი გზები თელავში
ერთ წელზე მეტია ქალაქ თელავში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
კეთდება ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები, ტროტუარები, გზის საფარი ნაწილი და სხვა ინფრასტრუქტურა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს თელავის შემოსასვლელშიც. თელავში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, რომ გზებზე მიმდინარე სამუშაოები დროში გაწელილია.
უკმაყოფილებას გამოთქვამენ მძღოლებიც. მათი თქმით, გადათხრილი გზების გამო, მანქანები ზიანდება. გარდა ამისა, შეუძლებელია გადაადგილება და დაზიანებული გზების გამო ალტერნატიული ქუჩებით სარგებლობა უწევთ.