როგორია მოსახლეობაში უთანასწორობის მაჩვენებელი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, არ შეცვლილა ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების და მთლიანი სახსრების მიხედვით და შესაბამისად, 0.36 და 0.37 შეადგინა.
ამასთან, მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით გაიზარდა 0.02-ით და 0.36 შეადგინა, ხოლო მთლიანი ხარჯების მიხედვით გაიზარდა 0.01-ით და 0.40 შეადგინა.
მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია ჯინის კოეფიციენტი მთლიანი შემოსავლების და მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით, 2014-2023 წლებში.