სოფელ აფენში ძლიერი წვიმის გამო 1000 ჰექტრამდე ტერიტორია დაიტბორა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, ძლიერი წვიმების შედეგად, მდინარე ალაზანი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.
გუშინდელი სტიქიის შედეგად 1000 ჰექტრამდე სასოფლო სამეურნეო ტერიტორია დაიტბორა. დატბორილია ვენახები, ხეხილის ბაღები და სიმინდის ნათესები, ასევე მეცხოველეობის და მეფუტკრეობის ფერმა.
წყალი ლაგოდეხი-გურჯაანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზეც მოედინებოდა, რის გამოც რამდენიმე საათის განმავლობაში საავტომობილო მიმოსვლა შეჩერებული იყო. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა სახის ზარალი მიადგა ადგილობრივ მოსახლეობას.