ახალი ამბები

ძლიერი წვიმის შედეგად სოფელი ლალისყური დაიტბორა- ვიდეო

ძლიერმა ნალექმა და წვიმამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ლალისყური დააზარალა.

დატბორილია ვენახები, სასოფლო- სამეურნეო სავარგულები და მიწის ნაკვეთები. ადგილობრივების თქმით, წყალი შევიდა სამ საცხოვრებელ სახლში. მათივე ინფორმაციით,პრობლემა მთიდან წამოსულმა წყლის ძლიერმა ნაკადმა შექმნა. გაწმენდითი სამუშაოსათვის, სოფელში ტექნიკის შეყვანას ითხოვენ.