26 მაისის სამზადისი თელავში
26 მაისისთვის თელავის ქუჩებში სამზადისი მიმდინარეობს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, თელავში, ცენტრალურ მოედანზე, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.
საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თელავში, მოქალაქეებს თავდაცვის ძალებში არსებული სამხედრო ჯავშანტექნიკის, საინჟინრო საშუალებების, არტილერიის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ.
საზეიმო პროგრამა 13:00 საათიდან დაიწყება და 19:30 საათზე დასრულდება.