ხვალიდან თელავის ცენტრალურ მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება
თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიების გამო, თელავის ცენტრალურ მოედანზე საავტომობილო გადაადგილებაზე ხვალიდან შეზღუდვები დაწესდება.
24 მაისიდან მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება ცენტრალურ მოედანზე. მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ერეკლე II-ის გამზირის ნაცვლად, იმოძრავებს ბახტრიონის ქუჩის მიმართულებით. რაც შეეხება საავტომობილო საავტომობილო გადაადგილება 27 მაისს, 08:00-ზე აღდგება.
გუშინ, 20:00 საათიდან მოძრაობა ცალმხრივად უკვე შეიზღუდა 26 მაისის ქუჩიდან იუსტიციის სახლამდე მონაკვეთში.