დასავლეთის მიერ დაფინანსებული 10 უმსხვილესი მიმდინარე პროექტი
2024 წელს საქართველოში ინფრასტრუქტურული (კაპიტალური) პროექტების განხორციელებაზე 6 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს.
აქ იგულისხმება როგორც ახალი, ასევე მიმდინარე, ანუ წინა წლებში დაწყებული პროექტები. სულ 71 პროექტი განხორციელდება, რომლებზეც უკვე არის დახარჯული 18.5 მილიარდი ლარი, ხოლო 2024-2027 წლებში 16 მილიარდ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს. დახარჯული და დასახარჯი თანხის ჯამი 35 მილიარდი ლარია. 71 პროექტიდან 50 პროექტი საერთაშორისო დონორების, ანუ დასავლური ქვეყნების დაფინანსებით ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 15 მილიარდი ლარია. გაგაცნობთ დასავლეთის ქვეყნების დაფინანსებულ ყველაზე მსხვილ 10 პროექტს, რომლებზეც 2024-2027 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი ფული დაიხარჯება.
ქალაქების საინვესტიციო პროგრამა – 159 მლნ ლარი. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB, ძირითადი დონორები: იაპონია და აშშ) დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნულ პროექტზე 160 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 2024 წელს – 50 მლნ ლარი, ხოლო 2025-2027 წლებში 109 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტის განმახორციელებელი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდია.
აღნიშნული პროექტი კახეთის მიმართულებით მოიცავს:
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ძველ ანაგასა და ქვემო ბოდბეში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში და ქალაქ სენაკში საბავშვო ბაღების მშენებლობას;
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციას.
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის მშენებლობა – 270 მლნ ლარი
პროექტი მსოფლიო ბანკისა (WB) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნულ პროექტზე 151 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 2024 წელს – 150 მლნ ლარი, ხოლო 2025-2027 წლებში 120 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტის განმახორციელებელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ-ი, „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრია“.
აღნიშნული პროექტი მოიცავს:
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ბაკურციხე-წნორის 16 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას;
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის საგარეჯო-ბადიაურის 17-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას.
წყარო: https://forbes.ge/