26 მაისამდე კახეთში ცვალებადი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25 მაისს კახეთში ცვალებადი ამინდი იქნება.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაბლობ და მთიან რაიონებში შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 23 მაისს ზოგიერთ, ხოლო 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა 23-24 მაისს დღისით +23, +25 გრადუსი იქნება, 25 მაისს კი დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 23 მაისს ზოგიერთ, ხოლო 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 23 მაისს ზოგიერთ, ხოლო 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.