ჯონ ბასი – საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ბასი ამბობს, რომ მთავრობას საქართველო ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს. ის მმართველ პარტიას პარტნიორებთან მუშაობისკენ, ხოლო ხელისუფლებას ძალადობის ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდებს.
“საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს. გზიდან, რომელიც ქართველ ხალხს სურს. მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, იმუშაოს დიდი ხნის პარტნიორებთან ერთად ხალხის მისწრაფებების მხარდასაჭერად და მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოიძიონ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობისა და შევიწროების შესახებ ყველა ცნობა. აშშ მუდმივად იდგება ქართველი ხალხის გვერდით”, – წერს ჯონ ბასი სოციალურ ქსელში.