თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას მართავენ
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას მართავენ.
ისინი მხარს უჭერენ სხვა სასწავლებლების სტუდენტებს და უერთდებიან მიმდინარე პროტესტს. სტუდენტების თქმით, მათი არჩევანია ევროპა და არ სურთ, რომ ქვეყანამ ეს კურსი შეიცვალოს.
„ჩვენ ვაპროტესტებთ რუსულ კანონს. მე პირადად ვფიქრობ, რომ ადამიანმა საკუთარი კრიტიკული აზრი უნდა დააფიქსიროს, იმიტომ, რომ ადამიანი არის დამოუკიდებელი ინდივიდი და თითოეულის აზრი არის მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ ვუერთდებით ქვეყნის საერთო სულისკვეთებას და ზუსტად ვიცით და გვჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. აქ ჩვენ ახლა ცოტა ვართ, მაგრამ ბევრად მეტი სტუდენტია გვიჭერს მხარს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაიწვიოს ეს კანონი“, – აცხადებს აქციის მონაწილე გენო ხვიჩავა.