დღეს სტუდენტური მარში გაიმართება
დღეს, თბილისში 13 მაისს, 19:00 საათზე, “რუსული კანონის” წინააღმდეგ სტუდენტების მარში გაიმართება.
მასში მონაწილეობას როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები მიიღებენ.
“ვიკრიბებით 7 საათზე, რუსთაველის მეტროსთან, საიდანაც გადავინაცვლებთ პარლამენტთან მსვლელობით, რათა ხელისუფლებას კვლავ დავანახოთ ახალგაზრდების ძალა. ვიკრიბებით, რომ:
1.ვუთხრათ – არა რუსულ კანონს!
2.ვუთხრათ – არა რუსულ რეჟიმს!
3.ვუთხრათ – არა ძალადობას!
4.ვუთხრათ – კი ევროპას!
ქართველი სტუდენტები/ახალგაზრდები არ დავუშვებთ საქართველოს გარუსებას, არ გაპატიებთ ჩვენს მეგობრებსა თუ ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობრივი გზებით თავდასხმას. პასუხი ისევ ერთია – ვერ შეგვაშინებთ!”,- წერია სტუდენტების განცხადებაში.