ახალი ამბები

ჯეიკ სალივანი – ათიათასობით მშვიდობიანი მომიტინგე, რომელსაც დაშინების ტაქტიკა ვერ აკავებს, წვიმიან თბილისში გამოვიდა

ათიათასობით მშვიდობიანი მომიტინგე, რომელსაც დაშინების ტაქტიკა ვერ აკავებს, წვიმიან თბილისში გამოვიდა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ კანონმდებლობის გაწვევა მოეთხოვა, – ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი აცხადებს.

ის ეხმაურება 11 მაისს თბილისში მიმდინარე აქციას.

„ქართველი ხალხი თავის შეხედულებებს ავრცელებს. ათიათასობით მშვიდობიანი მომიტინგე, რომელსაც დაშინების ტაქტიკა ვერ აკავებს, წვიმიან თბილისში გამოვიდა იმისთვის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ კანონმდებლობის გაწვევა მოეთხოვა“, – აცხადებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი.

ამასთან, სალივანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი რიტორიკა, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და მიზნად ისახავს ქართველების იზოლირებას შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან.

„ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“,
– აღნიშნავს ის.