ახალი ამბები

ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე ირაკლი კობახიძის გამოსვლას ხმაური მოჰყვა

„ექსპო ჯორჯიაში”, სადაც ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნითი ცერემონია იმართება, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლას ხმაური მოჰყვა.

უფრო კონკრეტულად, კობახიძის სიტყვით გამოსვლის დროს დამსწრე საზოგადოების ნაწილმა დაიწყო სკანდირება: “არა რუსულ კანონს”.

მანამდე ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.