თელავში საპროტესტო აქცია გაიმართა
სახალხო პროტესტი “ოცნების” რუსული კანონის წინააღმდეგ რეგიონებშიც დაიწყო.
პირველი დემონსტრაცია თელავში ჩატარდა, სადაც რუსული კანონის მოწიანააღმდეგები ერეკლეს მოედანზე შეიკრიბნენ და ივანიშვილის რეჟიმის რუსული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გააპორტესტეს.
,,კანონი ჩვენ გვართმევს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას – სწორედ ამას უშლის ეს კანონი ხელს და ამიტომ არ გვინდა ამის მიღება, რადგან გვაშორებს ევროპულ მომავალს. ახალგაზრდებს ვეტყოდი იმას, რომ არ შეგეშინდეთ არაფრის, ყველა ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, ყველა გავერთიანდებით და ძალა ერთობაშია.
მთავრობას კიდევ მოვუწოდებდი იმას, რომ თქვენ დაგავიწყდათ მგონი, რომ ეს ქვეყანა საკუთარი შვილებისგან და იმ ადამიანებისგან, რომლებიც არ არიან სრულწლოვნები, ნასესხები გაქვთ და ეს ქვეყანა მათ უნდა ჩააბაროთ ისე, როგორც ეს იქნება სწორი – ევროპული და თავისუფალი,“ – ამბობენ მოქალაქეები.