კახეთში ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი შეეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა
კახეთში 34 წლის მამაკაცს ავტომობილი შეეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიაუბანთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე მამაკაცს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მერსედესის მარკის ავტომობილი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად მიღებული ტრავმებით, ქვეითი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.