“საქართველოს მთავრობა ქვეყანას უკუსვლისკენ უბიძგებს და ძირს უთხრის მის ევროპულ პერსპექტივას”
საქართველო ეკუთვნის ევროპას, ქართველმა ხალხმა ევროპული მომავალი აირჩია და არავის აქვს უფლება, წაართვას,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„მკაცრად ვგმობ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროევროპელ დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებს. საქართველოს მთავრობა ქვეყანას უკუსვლისკენ უბიძგებს და ძირს უთხრის მის ევროპულ პერსპექტივას. საქართველო ეკუთვნის ევროპას. ქართველმა ხალხმა ევროპული მომავალი აირჩია და არავის აქვს უფლება, წაართვას“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი.