ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

პროექტის ,,გარდატეხის ასაკის თავისებურებები და ჯანსაღი ცხოვრების წესი“, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში საგარეჯოს #2 საჯარო სკოლაში, 30 აპრილს, ჩატარდა შემაჯამებელი ღონისძიება მცირე საგრანტო პროექტის ,,გარდატეხის ასაკის თავისებურებები და ჯანსაღი ცხოვრების წესი“.

მოსწავლეებმა პროექტის ხელმძღვანელის, სამოქალაქო განათლების პედაგოგის ნათია მეკოკიშვილის, სკოლის ადმინისტრაციის და მშობლების ხელშეწყობით, ჩაატარეს ღონისძიება – მხიარული სტარტები“.

პროექტის განხორციელებლად და აქტივობების ჩასატარებლად ყველა საჭირო ინვენტარი დაფიანსებულია USAID-ის სამოქალაქო განათლების, მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International – საქართველოს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. კახეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია მედია ცენტრი კახეთი MCK.