ახალი ამბები

აპრილში გაძვირებული პროდუქტები

საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, საბაზო ინფლაცია 2024 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3% იყო, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3% განისაზღვრა.

მიმდინარე წლის აპრილში, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, პროდუქტებს შორის ყველაზე მეტად გაძვირდა ნიორი, ვაშლი და ატამი.

ტოპ-10 გაძვირებული პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:

ნიორი – 110,5 %
ვაშლი – 69%
ატამი – 68%
ქლიავი – 59%
ყურძენი – 40%
მსხალი – 34%
ბენზინი – 30%
კივი 27%
მწვანილი – 26%
ჭარხალი 19%