ახალი ამბები

2020 წლის 26 სექტემბრიდან დღემდე საქართველოს მთავრობას არც ერთი განკარგულება არ გამოუქვეყნებია

2020 წლის 26 სექტემბრიდან 2024 წლის 12 თებერვლამდე საქართველოს მთავრობას არც ერთი განკარგულება არ გამოუქვეყნებია.

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ამ პერიოდში საქართველოს მთავრობა ერთდროულად არღვევდა მთავრობის დადგენილებასა და რეგლამენტს. ექსპრემიერი ღარიბაშვილი იძახის, რომ მას “დასამალი არაფერი აქვს”, თუმცა 3-წლიან პერიოდში დამალული განკარგულებები მაინც არ ქვეყნდება.

პარლამენტის თავმჯდომარე მდინარაძემ თებერვალში თქვა, რომ დროთა განმავლობაში განკარგულებები გამოქვეყნდებოდა, 22 აპრილს ჯერ ერთიც არ გასაჯაროვებულა. 3 წლის განმავლობაში, არა ერთი ორგანიზაცია მოუწოდებდა მთავრობას, გაესაჯაროვებინათ განკარგულებები, თუმცა მთავრობა კანონდარღვევას აგრძელებს.