ახალი ამბები

სიღნაღში ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა

საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სიღნაღში ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას. მათგან გამარჯვება სკოლა “ინტელექტის” მოსწავლეებისგან შემდგარმა გუნდა მოიპოვა.

ფეინთბოლის ფედერაციისა და მერის მოადგილემ, გოჩა ვარდიაშვილმა გამარჯვებული გუნდი სპეციალური პრიზით დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდი შემოდგომაზე დაგეგმილ საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.