სეტყვამ ლაგოდეხის, ყვარლის, საგარეჯოს და გურჯაანის მუნიციპალიტეტები დააზარალა
ძლიერმა სეტყვამ ლაგოდეხის, ყვარლის, საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები დააზარალა.
მუნიციპალიტეტების ათამდე სოფელში, დასეტყვილია ერთწლოვანი კულტურები და ხეხილის ბაღები.
ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვისგან მიყენებულ ზიანის შესახებ ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია.
“თხუთმეტი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა სეტყვა, თითქოს ყველაფერი ინგრეოდა. ხეხილი სულ განადგურებული იქნება, ახლა ღამეა და არ ჩანს. ხვალ ვნახავთ შედეგს”,-ამბობენ ადგილობრივები.
სოფლებში მუნიციპალიტეტების მერების წარმომადგენლები სტიქიით მიყენებული ზიანის დადგენას, მოსახლეობასთან ერთად, დილიდან დაიწყებენ.