ახალი ამბები

სეტყვამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

სეტყვამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა.

არსებული ინფორმაციით, დასეტყვილია სოფლები- მანავი, კაკაბეთი, დიდი ჩაილური და პატარძეული.

ადგილობრივების ინფორმაციით ძლიერი სეტყვა დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა რა ზიანი მიიღეს, ამ დროისთვის ინფორმაცია არ აქვთ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში, განმარტავენ, რომ სეტყვისგან მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.

ამ წუთისათვის კახეთის რეგიონში, წვიმიანი ამინდი ნარჩუნდება.

ფოტოები: საგარეჯოს ჯგუფი