ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 3 თვეში საქართველოში 547 000 ერთეული (7,824 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი შემოვიდა, რაც გასულ წლებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
2023 წლის იანვარ-მარტში, საქართველოში ჩინეთიდან 511 000 ერთეული მანქანა შემოვიდა, 2022 წლის 3 თვეში – 148 00 000 ერთეული, 2021 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში 514 000 ერთეული, 2020 წლის იანვარ-მარტში – 115 000 ერთეული, 2019 წლის 3 თვეში – 17 000 ერთეული და ა.შ.
ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს ჩინეთიდან იმპორტირებული ავტომობილების საშუალო ღირებულება დაახლოებით, 14,3 ათასი აშშ დოლარია.
შენიშვნა: ფასი გამოანგარიშებულია საშუალო მაჩვენებლით, შესაბამისად, ჩინური ავტომობილის იმპორტი შესაძლოა, 14 ათას აშშ დოლარზე ნაკლები, ან მეტი დაჯდეს მარკისა და მოდელის შესაბამისად.
2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ექსპორტი კი 7.8%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 486.575 მლნ დოლარის ღირებულების (32 204 ერთეული) მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 707.485 მლნ დოლარს შეადგენდა (47 095 ერთეული).
რაც შეეხება ექსპორტს, საქსტატის მონაცემებით, თუ 2023 წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ უცხოეთში 411.771 მლნ დოლარის (22 391 ერთეული) მანქანა გაყიდა, წელს ამ მაჩვენებელმა 443.815 მლნ დოლარი (20 640 ერთეული) შეადგინა.