ახალი ამბები

რა იყიდა წელს საქართველომ რუსეთისგან

საქსტატმა 2024 წლის პირველი კვარტალის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ექსპორტმა 1.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 9%-ით ნაკლებია.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, რუსეთი თურქეთის შემდეგ საქართველოს რიგით მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 619 მილიონი დოლარი იყო. მათ შორის საქართველოს ექსპორტი რუსეთში $161 მილიონს შეადგენდა (კლება 9%), ხოლო იმპორტი $458 მილიონი იყო (კლება წინა წელთან 7%).

სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის პირველ სამ თვეში საქართველოდან რუსეთში შემდეგი დასახელების საქონელი გავიდა (ტოპ 5):

ღვინოები – 65 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 71%;
სპირტიანი სასმელები – 27 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 107%;
მინერალური და მტკნარი წყლები – 19 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 16%;
გაზიანი შაქრიანი სასმელები – 13 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 30%;
ციტრუსი – 7 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 250%.
რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული საქონელი 2024 წლის პირველ სამ თვეში:

ნავთობპროდუქტები – 137 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 19%;
ბუნებრივი აირი – 91 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 21%;
ფოლადის არმატურა – 18 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 96%;
ხორბალი – 15 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 21%;
მინის ბოთლები და ბოცები – 10.7 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 1%.