ოფშორებიდან აქტივების გადმოტანის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვილილებები მეორე მოსმენით მიიღო. ინიციატივას მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 კი წინააღმდეგ წავიდა.
კოდექსში შესატანი ცვლილებები ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და საურავების ჩამოწერის გარდა, ოფშორებიდან საქართველოში ქონების/ბიზნესის გადმოტანა გადასახადებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ საკანონმდებლო ორგანო ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს.