ახალი ამბები

პარლამენტის შენობაში კვლავ მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს შეეძლებათ მუშაობა

საქართველოს პარლამენტის უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 18 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 18 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, საქართვველოს პარლამენტში 15 აპრილიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ. 15, 16 და 17 აპრილსაც საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების მსგავსი რეჟიმი მოქმედებდა.